კურსის შესახებ
Black Swan-ის კურსში საფონდო ბაზრის საფუძვლებიდან კომპანიების ანალიზამდე მივდივართ. ვარჩევთ განსხვავებულ საინვესტიციო სტრატეგიებს, ეკონომიკურ ციკლებსა და რისკის მართვას. კურსის ბოლოს მიღებულ ცოდნას საკუთარ მიზნებზე მორგებული პორტფელის დაგეგმვაში ვაერთიანებთ.

ნიკა ჩხეიძე
ფინანსური ბაზრებით დაახლოებით 10 წლის წინ დავინტერესდი. ჩემი პროფესიული გზა Prop Trading ფირმაში დავიწყე, სადაც ამერიკული აქციებით დეიტრეიდინგს ვეწეოდი. შემდეგ ფინანსური ანალიტიკოსის მიმართულებით გავაგრძელე განვითარება და Finance Makers-ში სამი წელი ვიმუშავე.
Wealthy Traders ClubProp Trading
Finance Makersფინანსური ანალიტიკოსი · 3 წელი
ახლა მინდა დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებს გავუზიარო — არა მხოლოდ თეორიის სახით. კურსის განმავლობაში ერთად გავაანალიზებთ კომპანიებს, მოვძებნით საინტერესო აქციებს და ეტაპობრივად ავაწყობთ ახალ პორტფელს.
ჩემი მიზანია გაჩვენოთ, როგორ მუშაობს ბაზარი სინამდვილეში — როგორ ფასდება კომპანია, როგორ იქმნება მოლოდინები, საიდან მოდის რისკი და როგორ იღებს ინვესტორი გადაწყვეტილებას.
მე არ ვყიდი სიგნალებს და არ ვარ „ტრეიდინგ გურუ“. მინდა გასწავლოთ დამოუკიდებლად აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღება. რადგან რაც უფრო კარგად გესმის, რას აკეთებ, მით ნაკლებად გიწევს ბრმად გარისკვა.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ ავირჩიო „შავი გედი“?
კურსი აგებულია თანამედროვე, ვიზუალურად გამართულ სლაიდებზე და მოიცავს ტესტურ დავალებებსა და დეტალურ ახსნებს. პროგრამა ფართოდ ფარავს ფინანსური ბაზრების მუშაობის ძირითად პრინციპებს — ბაზრის საფუძვლებიდან კომპანიების ანალიზამდე და პორტფელის დაგეგმვამდე. აქ მიიღებ ცოდნას, რომელსაც ბევრი სხვა კურსი საერთოდ არ ეხება ან მხოლოდ ზედაპირულად განიხილავს.
კურსი ონლაინ ტარდება თუ ოფისში?
ამჟამად კურსის გავლა მხოლოდ ონლაინ არის შესაძლებელი. მომავალში დაგეგმილია ოფლაინ ფორმატის დამატებაც.
რამდენ ხანს გრძელდება ერთი გაკვეთილი?
ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა დაახლოებით 1–2 საათია.
ვაჭრობასაც ვისწავლი?
კურსის მთავარი ფოკუსი ინვესტირებაა, თუმცა მიღებული ცოდნა ძალიან გამოსადეგია ტრეიდერებისთვისაც. ვისწავლით ბაზრის მუშაობის ლოგიკას, რისკს, კომპანიების ანალიზს, მოლოდინებსა და ფასის მოძრაობაზე მოქმედ ფაქტორებს — თემებს, რომლებიც ხშირად ე.წ. „ტრეიდინგ გურუების“ კონტენტში საერთოდ არ ჩანს.
კურსი მეტყვის, რომელი კომპანია ვიყიდო?
არა. კურსი არ ყიდის სიგნალებს. ის გაჩვენებს ინვესტირების სხვადასხვა სტრატეგიას, გასწავლის როგორ მუშაობს ბაზარი და როგორ გააანალიზო კომპანია. კურსის ბოლოს, საკუთარი მიზნებისა და რისკის მიხედვით, კომპანიების შერჩევა თავად უნდა შეგეძლოს.
გასცემთ სერტიფიკატს?
არა. სერტიფიკატს არ გავცემთ, რადგან ამ კურსის მიზანი ფორმალური დოკუმენტის მიღება კი არა, რეალური ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაა.
რა ღირს კურსი?
გაცნობითი გაკვეთილი უფასოა. სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სრული კურსის საფასურია $100 ან მისი ეკვივალენტი ლარში.
სჯობს სწავლაში დახარჯული $100, ვიდრე შეცდომაში დაკარგული $5,000.
